ლიონელ მესი

ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi; დ. 24 ივნისი1987როსარიოსანტა-ფეს პროვინციაარგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის. მესი მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად. მესის მიღებული აქვს ოქროს ბურთის სარეკორდო რაოდენობა — ხუთი, რომელთაგან პირველი ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში მოიგო. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონასსტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევს.


მესიმ ფეხბურთის თამაში ახალგაზრდობიდან დაიწყო და ბარსელონამ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. „ბარსელონამ“მესის ნიუელს ოლდ ბოისიდან ბარსელონაში გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004-05წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში „ბარსელონამ“ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006-07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთთრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. მისი საუკეთესო სეზონი, სავარაუდოდ, 2008-09-ების იყო, რომელშიც მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009-10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.
მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომლისგანაც 2 ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წელს იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიო თასის ისტორიაში. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისსარგენტინის ქალაქ როსარიოში. მამამისი, ხორხე ჰორასიო მესი (დაბადებული 1958 წელს) ქარხანაში მუშაობდა, დედამისი − დამლაგებლად. მისი გვარი იტალიის ქალაქ ანკონადან არის წარმოშობით, საიდანაც მისი წინაპარი, ანჯელო მესი არგენტინაში 1883 წელს გადასახლდა. მესის ჰყავს 2 უფროსი ძმა - როდრიგო და მატიასი და ერთი და — მარია სოლი. 5 წლის ასაკში მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1995 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში იყო. 11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკამარისობა დაუდგინეს.არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ ინტერესი გამოთქვა მესიზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში $900-ის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“სპორტულ დირექტორს, კარლეს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შესთავაზა — მესის დაავადებას უმკურნალებდნენ, თუკი კატალონიაში გადმობარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა. ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს. მესის ჰყავს ორი ფეხბურთელი ბიძაშვილი: მაქსი და ემანუელ ბიანუჩები.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარსელონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესის ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში ჟოზე მოურინიოს „პორტოსთან“ შედგა 2003 წლის 26 ნოემბერს (მესი 16 წლის და 145 დღის იყო). ერთი წლის შემდეგ, ფრანკ რაიკაარდმა ლა ლიგაში ესპანიოლთან მატჩში გამოიყვანა 2004 წლის 16 ოქტომბერს და გახადა მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში (2007 წელს ეს რეკორდი მესის თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა დაამხო). მესიმ ბარსელონასთვის მისი პირველი გოლი ალბასეტეს წინააღმდეგ გაიტანა 2005 წლის 1 მაისს, როცა 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლა ლიგაში გაიტანა ბარსელონას მაისურით, სანამ 2007 წელს მისმა თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა გაიტანა გოლი მესის საგოლე პასით. მესიმ თავის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდზე ასეთი რამ თქვა: „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მან დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“.

2005–2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის 16 სექტემბერს ბარსელონამ მესის კონტრაქტი მესამედ განუახლა. ამჯერად მესის ხელფასი გაეზარდა და კონტრაქტის ვადა 2014 წლამდე გაიზარდა. 2005 წლის 26 სექტემბერს მესის ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და როგორც იქნა შეეძლო მონაწილეობა მიეღო ლა ლიგაში. მესის პირველი გამოსვლა კამპ ნოუზე 27 სექტემბერს შედგა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „უდინეზესთან“. მესის სტადიონზე გამოსვლისას „ბარსელონას“ ფანებმა ის ოვაციებით მიიღეს. მესი მშვიდ კომბინაციებს აწყობდა რონალდინიოსთან ერთად.
2005-06 წლების სეზონში მესიმ 6 გოლი გაიტანა ლა ლიგის 17 თამაშში და 1 გოლი ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში. 2006 წლის 7 მარტს, „ჩელსისთან“ მეორე მატჩსისას, მესის კუნთი გაუწყდა და ამით დაამთავრა სეზონი. რაიკაარდის „ბარსელონამ“ იმ წელს ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

2006–2007[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესი „რეინჯერსის“ წინააღმდეგ 2007 წელს.
2006-07 წლების სეზონში მესი სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა და 26 თამაშში 14 გოლი გაიტანა. 12 ნოემბერს, „სარაგოსასთან“ მატჩში მესიმ ტერფი მოიტეხა, რომელმაც 3-თვიანი პაუზა გამოუწერა. მესიმ ტრავმა არგენტინაში იმკურნალა და 11 თებერვალს დაბრუნდა „რასინგთან“ მატჩში, რომელშიც მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. 11 მარტის „ელ კლასიკოს“ მესი საუკეთესო ფორმაში შეხვდა, რომელშიც ჰეთთრიკი შეასრულა. მესიმ სამივე გოლით გაათანაბრა ანგარიში, რომლისგანაც ბოლო დამატებით დროში გაიტანა. ჰეთთრიკით, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში, ვინც ჰეთთრიკი შეასრულა ელ კლასიკოში („რეალში“ ეს ივან ზამორანომ შეძლო 1995-96 წლების სეზონში). სეზონის დასასრულისკენ მესიმ შედეგიანობას უმატა - 14 გოლიდან 11 მესიმ ბოლო 13 შეხვედრაში გაიტანა.
მესიმ დაამტკიცა, რომ მისი მეტსახელი - „ახალი მარადონა“ - არ იყო გადამეტებული, გაიტანა რა მარადონას 2 ყველაზე ცნობილი გოლი ერთ სეზონში. 2007 წლის 18 აპრილს მესიმ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ხეტაფეს“ 2 გოლი გაუტანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ძალიან ჰგავდა მარადონას მიერ გატანილ გოლს ინგლისის ნაკრების კარში 1986 წელს, რომელიც საუკუნის საუკეთესო გოლად არის ცნობილი. მსოფლიო პრესამ მესისა და მარადონას შორის პარალელები გაავლო. ესპანურმა პრესამ მესის „მესიდონა“ შეარქვა. მესიმ იგივე მანძილი გაირბინა, რაც მარადონამ - 61 მეტრი; იმდენივე კაცს გაცდა - 6-ს; დაახლოებით იმავე კუთხიდან გაიტანა და გატანის შემდეგ ისევე გაიქცა კუთხურის დროშასთან, როგორც მარადონა 21 წლის წინ. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაში მესის თანაგუნდელმა დეკუმ თქვა: „ეს საუკეთესო გოლია, რომელიც ოდესმე მინახავს“. „ესპანიოლთან“ მატჩში მესიმ მარადონას მსგავსი „ღვთის ხელის“ გოლი გაიტანა, როგორიც დიეგომ ინგლისს მეოთხედფინალებში გაუტანა. მესის ჩაუწოდეს, ამ დროს იგი საჯარიმოში იყო და რიკოშეტით მისულ ბურთს ხელი დაახვედრა და ისე შეაგდო კარლოს კამენის კარში. მოუხედავად „ესპანიოლის“ ფეხბურთელების პროტესტისა, გოლი ჩაითვალა.

2007–2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007-08 წლების სეზონის განმავლობაში, მესიმ ერთ კვირაში 5 გოლი გაიტანა და „ბარსელონა“ ლა ლიგის 4-ეულში მოაქცია. 19 სექტემბერს „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლიონი“ დაამარცხა 3-0 - აქედან 1 გოლი მესიმ გაიტანა. 22 სექტემბერს მესიმ დუბლი შეასრულა „სევილიასთან“ და 26 სექტემბერს მორიგი დუბლი შეასრულა „სარაგოსასთან“. 2007 წლის 27 თებერვალს „ვალენსიასთან“ მესიმ მე-100 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ მაისურით.
მესიმ ნომინაცია მიიღო FIFPro-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. ესპანურმა გამომცემლობა „მარკამ“ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მესიმ ხმების 77 % მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. კატალონიურმა გაზეთებმა - „ელ მუნდო დეპორტივომ“ და „სპორტმა“ დაწერეს, რომ „ოქროს ბურთი“ მესის უნდა მიეღო, რომლებსაც ფრანც ბეკენბაუერიც დაეთანხმა. ფრანჩესკო ტოტიმაც განაცხადა, რომ მესი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
მესიმ 6 კვირა ვერ ითამაშა 4 მარტს გაწყვეტილი კუნთის გამო „სელტიკტან“ საჩემპიონთალიგო მატჩში. ბოლო 3 სეზონში მესიმ ამ ტიპის ტრავმა მე-4 ჯერ მიიღო.

2008–2009[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესი „დეპორტივოსთან“მატჩში
რონალდინიოს კლუბიდან წასვლის შემდეგ, მესის 10-ნომრიანი მაისურა ერგო. 2008 წლის 1 ოქტომბერს, „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ტიერი ანრის მაგივრად შემოსულმა მესიმ ბოლო 7 წუთში 2 გოლი გაიტანა და 0-1-იანი წაგება 2-1-იან მოგებად შემოაბრუნა. ლიგის მომდევნო მატჩის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იყო, რომელიც ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს მეგობრულ დუელად ითვლებოდა. მესიმ გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და „ბარსელონამ“ 6-1 მოიგო. მესიმ მორიგი შთამბეჭდავი დუბლი „სევილიას“ შეუსრულა. ერთო გოლი მან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებით გაიტანა, ხოლო მეორე გოლის დროს მახვილი კუთხიდან დაარტყა. 2008 წლის 13 დეკემბერს, სეზონის პირველ „ელ კლასიკოზე“ მესიმ „ბარსელონას“ მე-2 გოლი გაიტანა. მატჩში „ბარსელონამ“ 2-0 მოუგო მადრიდის „რეალს“. მესი მე-2 ადგილზე გავიდა ფიფას 2008 წლის ფეხბურთელის წოდებაზე 678 ქულით.
2009 წლის პირველი ჰეთთრიკი მესიმ ესპანეთის თასის მატჩის დროს შეეუსრულა „ატლეტიკოს“, რომელსაც „ბარსელონამ“ 3-1 მოუგო. მესიმ მორიგი მნიშვნელოვანი დუბლი 2009 წლის 1 თებერვალს შეასრულა, როცა „ბარსელონა“ 0-1-ს აგებდა რასინგის „სანტანდერთან“ და შეცვლაზე შემოსულმა მესიმ თამაში შემოაბრუნა. მე-2 გოლი მე-5000 აღმოჩნდა „ბარსელონას“ მიერ ლა ლიგაში გატანილ გოლებში. ლა ლიგის 28-ე ტურში მესიმ მიმდინარე სეზონში თავისი 30-ე გოლი „მალაგას“ გაუტანა და გუნდს დაეხმარა „მალაგას“ 6-0 განადგურებაში. 2009 წლის 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მესიმ 2-ჯერ შეუგდო „ბაიერნს“ და დაეხმარა გუნდს 4-0 გამარჯვებაში. მისმი მე-2 გოლი მე-8 აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც მისთვის რეკორდი აღმოჩნდა. 18 აპრილს „ბარსელონა“ „ხეტაფეს“ მესიმ ლა ლიგაში მე-20 გოლი გაიტანა, გუნდმა 1-0 მოიგო და 6 ქულით გაუსწრო მე-2 ადგილზე მყოფ „რეალს“.
სეზონის მიწურულს, მესიმ დუბლი შეასრულა სეზონის მე-2 „კლასიკოში“ (სეზონის 35-ე და 36-ე გოლები ყველა შეჯიბრებაში) და „ბარსელონამ“ „რეალი“ 6-2 დაამარცხა. ეს იყო „რეალის“ ყველა მწარე მარცხი 1930 წლიდან. თითოეული გოლის გატანის შემდეგ მესი ტელეკამერებთან მირბოდა და მაისურს იწევდა, რომლის ქვეშაც მეორე მაისური იყო წარწერით „Sindrome X Fragil“. ამით მესიმ დაავადებულ ბავშვებს გაუწია ანგარიში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩში მესიმ ბოლო წუთზე საგოლე პასი გაუკეთა ანდრეს ინიესტას, რომლის გოლის წყალობითაც „ბარსელონა“ ფინალში გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შესახვედრად. მესიმ თავისი პირველი ესპანეთის თასი 13 მაისს მოიგო, რომლის ფინალშიც მესიმ 1 გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა. გუნდმა ბილბაოს „ატლეტიკს“ 4-1 მოუგო და თასი აწია. მესი დიდა დაეხმარა „ბარსელონას“ ლა ლიგის მოგებაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მან მე-2 გოლი გაიტანა 70-ე წუთზე (ჩავის პასით) და ასე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა 9 გოლით. მესიმ უეფას წლის ფეხბურთელისა და თავდამსხმელის ჯილდოებიც მიიღო. ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და ესპანეთის თასი მოგებით „ბარსელონა“ გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა.

2009–2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესი „კამპ ნოუზე“ ხოან გამპერის თასის მატჩში „მანჩესტერ სიტის“წინააღმდეგ
2009 წლის უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ „ბარსელონას“ მწვრთნელმა, ჟოზეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მესი ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ნანახი აქვს. 19 სექტემბერს მესიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი მოაწერა, რომლის ვადაც 2016 წელს გადიოდა. კონტრაქტში შეტანილი იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, მესის მსურველ კლუბს 250 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. მესის ხელფასიც გაეზარდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა 9,5 მილიონი ევროთი წელიწადში. კონტრაქტის მოწერიდან 4 დღეში მესიმ 2 გოლს 1 საგოლე პასი მიამატა რასინგის „სანტანდერთან“ მატჩში, რომელიც „ბარსელონამ“ 4–1 მოიგო. სეზონის პირველი ევროპული გოლი მან კიევის „დინამოსთან“ გაიტანა 29 სექტემბერს, რომელიც გუნდმა 2–0 მოიგო. 25 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ „სარაგოსასთან“ 6–1 მოგებაში მესიმ ბოლო გოლი გაიტანა, რომელმაც მესის გოლების სერია 6-მდე აიყვანა 7 მატჩში.
2009 წლის 1 დეკემბერს მესიმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მიიღო. მან კრისტიანო რონალდოს 240 ქულით გაუსწრო, რაც „ოქროს ბურთის“ ისტორიაში რეკორდია. ჟურნალ „ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში მესიმ თქვა: „მას მე ოჯახს ვუძღვნი. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ რთულ პერიოდში და ზოგჯერ ჩემზე მეტადაც განიცდიდნენ ჩემ გასაჭირს“.
მესი 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩის დროს
19 დეკემბერს, 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მესიმ „ესტუდიანტესს“ მკერდით გამარჯვების გოლი გაუტანა. გუნდმა წლის მე-6 ტიტული მოიგო. 2 დღის შემდეგ მან ფიფას წლის ფეხბურთელის ჯილდო მოიგო კრისტიანო რონალდოს, ჩავის, კაკასა და ანდრეს ინიესტას ძლევით. ეს ჯილდო მას იქამდე არ ჰქონდა მოგებული და პირველი არგენტინელი გახდა, ვინც ეს ჯილდო მოიგო. 2010 წლის 10 იანვარს მან ტენერიფეს ჰეთთრიკი შეუსრულა, რომელიც პირველი იყო სეზონში; 17 იანვარს კი მან „ბარსელონას“ მაისურით თავისი მე-100 გოლი გაუტანა „სევილიას“, რომელიც გუნდმა 4-0 მოიგო.
ამის შემდეგ მესის გოლების შთამბეჭდავი დაიწყო, გაიტანა რა 11 გოლი 5 თამაშში. პირველი მან 84-ე წუთზე გაუტანა „მალაგას“ (გუნდმა 2–1 მოიგო); შემდეგ მან 2 გოლი გაუტანა „ალმერიას“ (2–2); „ვალენსიას“ მესიმ ჰეთთრიკი შეუსრულა (3–0); შემდეგი იყო 2 გოლი „შტუტგართან“ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც „ბარსელონამ“ 4-0 მოიგო და გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა; დაბოლოს, მან მორიგი ჰეთთრიკი შეუსრულა „სარაგოსას“ (4–2 გასვლით შეხვედრაში). მან თავისი მე-200 მატჩი „ოსასუნასთან“ ითამაშა 2010 წლის 14 მარტს.
2010 წლის 6 აპრილს მან კარიერაში პირველი პოკერი „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის შეხვედრაში შეასრულა, რომელიც „ბარსელონამ“ 4–1 მოიგო. ამ პოკერით მან რივალდოს გადაუსწრო და გახდა „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონტა ლიგაზე. 10 აპრილს მესიმ სეზონის მე-40 გოლი გაუტანა მადრიდის „რეალს“ სეზონის მე-2 „ელ კლასიკოზე“. 1 მაისს მესიმ სეზონის 50-ე მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუტანა „ვილიარეალს“ 4–1 მოგებულ გასვლით შეხვედრაში. 3 დღეში მესიმ მორიგი გოლი გაიტანა „ტენერიფესთან“ 4–1 მოგებულ შეხვედრაში. 8 მაისს მესიმ სეზონში 32-ე გოლი გაუტანა „სევილიას“. მესიმ 33-ე და 34-ე გოლები „ვალიადოლიდს“ გაუტანა ლა ლიგის ბოლო მატჩში, რომლითაც რონალდოს გაუთანაბრდა, რომელმაც 1996-97 წლებში დაამყარა კლუბის რეკორდი. მესის სულ რაღაც 4 გოლი დააკლდა ტელმო სარას რეკორდამდე, რომელმაც ერთ სეზონში 28 გოლი გატანა შეძლო. 2010 წლის 3 ივნისს მესი ზედიზედ მეორედ ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2010–2011[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 21 აგვისტოს მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა სეზონის პირველ მატჩში „სევილიასთან“ ესპანეთის სუპერთასზე, რომლის მეშვეობითაც „ბარსელონამ“ მაინც მოახერხა ტიტულის დაცვა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ხელი 1–3 ჰქონდა წაგებული.[1] მესიმ ლა ლიგის პირველ თამაშშიც გაუტანა რასინგის „სანტანდერს“ თამაშის მე-3 წუთზე 29 აგვისტოს. მესიმ თავისი შესანიშნავი ფორმა ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში დაამტკიცა, როდესაც „ბარსელონა“ „პანათინაიკოსს“ ეთამაშებოდა და მესიმ 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა. მესის ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ააცილა. „ბარსელონამ“ თამაში 5-1 მოიგო.
2010 წლის 19 სექტემბერს მესი „ატლეტიკოს“ მცველმა, ტომაშ უიფალუშიმ დაამტვრია 92-ე წუთზე ლა ლიგის მესამე ტურში. თავიდან ჩანდა, რომ მესიმ კოჭი მოიტეხა და მინიმუმ 6 თვე მოუწევდა უქმობა, მაგრამ მეორე დღეს დადასტრუდა, რომ მესიმ კოჭი იღრძო და 2 კვირაში დაბურნდებოდა.[2] მატჩის შემდეგ მესის თანაგუნდელმა დავიდ ვილიამ მომენტის ვიდეო უყურა და თქვა, რომ „ვარდნა ცუდი სანახავი იყო“, მაგრამ ისიც დაამატა, რომ უიფალუშის ეს განზრახ არ უქნია.[3] ინციდენტმა ჟურნალისტების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და წავიდა დებატები, რომ ყველა ფეხბურთელი თანაბრად უნდა იყოს დაცული მოედანზე.

2011–2014[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013–2014 წლების სეზონში მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 41 გოლი გაიტანა, ოთხჯერ შეასრულა ჰეტ-ტრიკი.
2014 წელს კი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინასთან ერთად მოგების საშუალება, თუმცა მათ გერმანიამ მარიო გეცეს გოლით დამატებით დროში 1–0 აჯობა. მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მან 4 გოლი გაიტანა.

2014–2016[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014–2015 წლების სეზონი ლიონელ მესისთვის წარმატებული გამოდგა. ბარსელონასთან ერთად მან ტრიპლეტი შეასრულა. ყველა ტურნირზე მესიმ 58 გოლი გაიტანა, ასევე გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ნეიმართან ერთად. ფიფა-ს მიერ აღიარებული იქნა 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
შემდეგი სეზონი მესისთვის ნაკლებად წარმატებული გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ესპანეთის ლიგის და თასის გამარჯვებულის რანგში დაამთავრა. 2016 წლის ზაფხულში მესი თავის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ზედიზედ მეორე წელიწადს დამარცხდა კოპა ამერიკას ფინალში ჩილეს ეროვნულ გუნდთან.წარდგენილი იყო ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ ნომინაციაზე, სადაც მეორე ადგილი დაიკავა კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბისეზონილა ლიგათასიჩემპიონთა ლიგასხვაჯამი
მატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
ბარსელონა
2004–0571101091
2005–06176216100258
2006–0726142251303617
2007–08281030964016
2008–093123861295138
2009–10353431118445347
2010–113331771312235553
2011–123750731114566073
2012–13324654118225060
2013–1431286578204641
2014–1538436513105758
2015–1633265576444941
2016–17343775911215254
2017–18363464106215445
ჯამი42438868481261032721645560

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლიპასი
არგენტინა2005500
2006721
20071363
2008821
20091032
20101022
201113410
სულ661920

საერთაშოირსო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

20-წლამდელთა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგარიშებში ჯერ არგენტინის გოლია აღნიშნული.[4][5]
გოლითარიღისტადიონიმოწინააღმდეგეანგარიშიშედეგიშეჯიბრება
114 ივნისი 2005არკე სტადიონიენსკედინიდერლანდებიეგვიპტის დროშა ეგვიპტე1–02–0ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
222 ივნისი 2005უნივე სტადიონიემენი, ნიდერლანდებიკოლუმბიის დროშა კოლუმბია1–12–1ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
324 ივნისი 2005არკე სტადიონი, ენსკედი, ნიდერლანდებიესპანეთის დროშა ესპანეთი3–13–1ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
428 ივნისი 2005გალგენვაარდის სტადიონიუტრეხტი, ნიდერლანდებიბრაზილიის დროშა ბრაზილია1–02–1ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
52 ივლისი 2005გალგენვაარდის სტადიონი, უტრეხტი, ნიდერლანდებინიგერიის დროშა ნიგერია1–02–1ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
62 ივლისი 2005გალგენვაარდის სტადიონი, უტრეხტი, ნიდერლანდებინიგერიის დროშა ნიგერია2–12–1ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი

23-წლამდელთა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლითარიღისტადიონიმოწინააღმდეგეანგარიშიშედეგიშეჯიბრება
17 აგვისტო 2008შანხაი სტადიონიშანხაიჩინეთიკოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი1–02–1ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008
216 აგვისტო 2008შანხაის სტადიონი, შანხაი, ჩინეთინიდერლანდების დროშა ნიდერლანდები1–02–1ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლითარიღისტადიონიმოწინააღმდეგეანგარიშიშედეგიშეჯიბრება
11 მარტი 2006სანქტ-იაკობ პარკიბაზელიშვეიცარიახორვატიის დროშა ხორვატია2–12–3ამხანაგური
216 ივნისი 2006ფელტინს-არენაგელზენკირხენიგერმანიასერბეთის და ჩერნოგორიის დროშა სერბეთი და ჩერნოგორია6–06–0მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006
35 ივნისი 2007კამპ ნოუბარსელონაესპანეთიალჟირის დროშა ალჟირი2–24–3ამხანაგური
45 ივნისი 2007კამპ ნოუ, ბარსელონა, ესპანეთიალჟირის დროშა ალჟირი4–24–3ამხანაგური
58 ივლისი 2007ესტადიო მეტროპოლიანობარკისიმეტოვენესუელაპერუს დროშა პერუ2–04–02007 კოპა ამერიკა
611 ივლისი 2007პოლიდეპორტივოპუერტო ორდასი, ვენესუელამექსიკის დროშა მექსიკა2–03–02007 კოპა ამერიკა
716 ოქტომბერი 2007ხოსე პაჩენკო რომერომარაკაიბო, ვენესუელავენესუელის დროშა ვენესუელა2–02–0მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
820 ნოემბერი 2007ესტადიო კაპინიბოგოტაკოლუმბიაკოლუმბიის დროშა კოლუმბია1–21–2მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
94 ივნისი 2008ქუალკომი სტადიუმისან-დიეგოაშშმექსიკის დროშა მექსიკა2–04–1ამხანაგური
1011 ოქტომბერი 2008ესტადიო მონუმენტალიბუენოს-აირესიარგენტინაურუგვაის დროშა ურუგვაი1–02–1მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
1111 თებერვალი 2009ველოდრომიმარსელისაფრანგეთისაფრანგეთის დროშა საფრანგეთი2–02–0ამხანაგური
1228 მარტი 2009ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინავენესუელის დროშა ვენესუელა1–04–0მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
1314 ნოემბერი 2009ვისენტე კალდერონიმადრიდი, ესპანეთიესპანეთის დროშა ესპანეთი1–11–2ამხანაგური
147 სექტემბერი 2010ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინაესპანეთის დროშა ესპანეთი1–04–1ამხანაგური
1517 ნოემბერი 2010ხალიფას საერთაშორისო სტადიონიდოჰაკატარიბრაზილიის დროშა ბრაზილია1–01–0ამხანაგური

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა ბარსელონა:(34)
2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013, 2015, 2016, 2018, 2019
2009, 2012, 2015, 2016, 2017, 2018
2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013, 2016, 2018
2006, 2009, 2011, 2015
2009, 2011, 2015
2009, 2011, 2015

არგენტინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005
2008

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009, 2010, 2011, 2012, 2015
2009, 2010, 2011, 2012, 2015
2008200920102011
2007
20092010
  • ლა ლიგის წლის ფეხბურთელი: 3 
2009, 2010, 2011
  • ლა ლიგის წლის თავდამსხმელი: 3 
2010, 2009, 2011
200720092010
  • ლა ლიგის წლის იბერო-ამერიკელი ფეხბურთელი: 4 
2007, 2009, 2010, 2011
200920102011
2010
2010
20092010
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წლის ფეხბურთელი: 1 
2009
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წლის ბომბარდირი: 1 
2009
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ფანების მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 1 
2009
200820092010
20052007200820092010
2009, 2010
2007, 2008, 2009, 2010
200620072008
20072008
2005
2005
2007
2009
2006, 2007, 2008
2009
2005-06, 2007-08, 2008-09, 2009-10
  • Tuttosport-ის ოქროს ბიჭუნა: 1 
2005


No comments:

Post a Comment