არ ვჩანდი იმიტომ, რომ ტემპერატურის დამატებითი ზრდა ან გაღიზიანება არ გამოგვეწვია - გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის შემდეგ რვა დღე იმიტომ არ ჩანდა, რომ ქუჩაში მიმდინარე პროტესტის ტემპერატურა არ აეწია.
„არ ვჩანდი, გამომდინარე იმ პროცესებიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქუჩაში, არ გამომეწვია დამატებითი გაღიზიანება ან ტემპერატურის ზრდა“, — განაცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებთან.
ასევე მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ ჩანიშნა პარლამენტმა კონკრეტული თარიღი, როცა მოხსენებით მისვლა თავად ისურვა.


„პარლამენტში მისვლა იყო ჩვენი ინიციატივა. ამ თხოვნით ჩვენ მივმართეთ პარლამენტს. ზოგიერთი პარლამენტარის გასაკვირი განცხადებებიდან გამომდინარე, რომ გახარიას არ მიუშვებენ პარლამენტში, მე არ ვიცი, რატომ, მიიღო პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება და რატომ არ მოგვცა თარიღი. ზოგ შემთხვევაში, თქვენ წინაშე ჯდომა ცოტა უფრო რთულია, ვიდრე პარლამენტში მისვლა. მიუხედავად ამისა, ამ სამინისტროს კარი არის მედიისთვის და ყველასთვის ღია. ეს რვა დღე მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იყო იმით, რომ არ გამოგვეწვია ტემპერატურის დამატებით ზრდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ 


No comments:

Post a Comment