რა არის კრიპტოვალუტა და რატომ არი ის ასეთი განსაკუთრებული

კრიპტოვალუტა არის ელექტორნული ფული, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაგზვნოს ფული ინტერნეტით მსოფლიოს გარშემო, უმოკლეს დროში ,შუამალის გარეშე და რაც მთავრია ეს ხდება ანონიმურად, იდენტიფიცირების გარეშე.ვერავინ ვერ გაიგებს, ვინ, ვის, როდის და სად გადაურიცხა.
კრიპტოვალუტა ფიზიკურად არ არსებობს, ის არც იბეჭდება, არ აქვს ფიზიკური ფორმა,მას ვერ შევეხებით, ის მათემათიკურ გამოთველბზე დამყარებული და დაშიფრულია კრიპტოგრაფიულად. მაგრამ რაც არ უნდა უჩვეულო იყოს მას აქვს საკმაოდ დიდი ღირებულება და თანდათან იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. მისი ასეთი პროგრესირება იმ დადებითი მხარებიითა განპირობებული რასაც ის გვთავაზობს, პირველ რიგში მოხმარება არის ძალიან მარტივი, არ კონტროლდება ვინმეს ან რაიმესგან, საკმაოდ დაბალია საკომისიო გადარიცხვებზე. ისმის კითხვა ელექტორნული ვალუტა ხომ არსებობს, 95% ფული რაც არსებობს ხომ დაუბეჭდავია და მხოლოდ რიცხვებში არსებობს, ჩვენც ხო გვაქვს ფული ევროში, დოლარში, ლარებში რომელებიც ელექტრონულადა, რიცხვების სახით რომელთაც ვიყენებთ გადარციხვისთვის, რაიმეს შეძენისთვის, ასევე ხომ გვაქვს დაგროვებითი ბარათები, რომელთაც გარკვეული ღირებუელბა აქვთ,რატო გახდა საჭირო შექმნილიყო კრიპტოვალუტა და რატოა ის განსაკუთრებული.
პირველ რიგში განვასხვავოდ ნაღდი ფული და ფული: მაგალითად გამოგველია საწვავი მანქანაში დამივედით შესაბამის ობიექტში,ვიძენთ 20 ლარის საწვავს, ამ შემთხვევაში გადავიხადეთ და გავუდექით გზას, მაგრამ რა ხდება თუ ჩვენ ვიხდით უნაღდო ანგარიშსწორებით, პლასტიკური ბარათით ამ დროს ჩაერთვებიან ბარათის წარმომდგენლები, ჩვენი ბუმბერაზი ბანკები და გაჩნდება შუამავლი ჩვენსა და სერვისის ან პროდუქტის გაყიდველს შორის. ასევე თუ ჩვენს გვსურს ბანკში ასახული რიცხვების დახარჯვა ანუ ჩვენი დანაზოგის, ზე მდგომმა ბანკა აუცილებლად უნდა იცოდეს სად, როგორ, როდის ვხარჯავთ და ასევე დამატებითი პროცენტსაც წაგგვლეჯს იმის გამო რომ მისი გავლით ვსარგებლობთ, რაც ძალიანაც არ გვსიამოვნებს, მაგრამ რას ვიზამთ…
2009 წელს მაილის ლისტში ამოტივტივდა ჯადოსნური სიტყვები ბლოქჩაინი და ბითქოინი, ბლოქჩეინი არის მათემათიკურ-კრიფტოგრაფიულ გამოთვლებზე დამყარებული უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც ურზრუნველყოფს ბითქოინის სანდობას. ეს უკანასკნელი ჩანაწერების უსაფრთხოდ შენახვის ყველაზე დახვეწილი მეთოდია. გადარიცხვების დროს ინფრომაცია ყოველ წუთში ერთხელ ახლდება და იწერება, ინფორმაცის სიზუტეს კი მსოფლიოში დეცენტრალზიებული მიმოფანტული კომპიუტერები ამოწმებენ.როდესაც დადასტურდება რომ ინფორმაცია სწორია, მაშინვე აისახება ბლოქჩაინზე, წინაღმდეგ შემთხვევაში კი დაიბლოკება. მთელი ხიბლი კი ამაშია რომ ბლოქჩაინიც და თვითონ ვალუტაც ხალხის კუთვნილებაშია მას ვერ აკონტროლებს ინსტიტუტი, ფიზიკური თუ იურიდული პირი, იგი არ არის ცენტრალიზებული, მაგალითად ჩვენ დანაზოგი რომ გვაქვს ლარში და ეს ფული შეტანილია ბანკში, ჩვენ ამ შემთხვევაში დაცულებლი ვერ ვიქნებით, რადგან შესაძლებელია ბანკი გაკოტრდეს ან მის მონაცემთა ცენტრში რაიმე შეცდომა აისახოს,უკიდურეს შემთხვევაში ლარის გაუფასურდეს, რის ეჭვსაც ბოლო დროინდელი რყევები მოასწავებს ჩვენი ეროვნული ვალუტის.
2009 წლამდე პროგრამისტები და ინტერნეტ სივრცით დაინტერსებული ადამიანები მუდმივად ცდილობდნენ მოენახათ ისეთი რამ, რასაც ღირებულება ექნებოდა და ფულის სახეს მიიღებდა. მაგალითად როდესაც ერთი კომპიუტერიდან მეორეში იგზავნება სურათი, რატომ არ შეიძლება ამ შემთხვეში გადაიგზავნოს ფულიც, იმიტომ რომ ორმაგი ხარჯვის საფრთხე დგება, ჩვენ ხომ შეგვიძლია ეს ფული როგორც ფოტო დავაკოპიროთ და ორ ან მეტ ადამიანს გავუგზავნოთ. ფულის გაგზავნას ინტერნეტში სჭირდება შაუმავალი ამ შუამავლის როლს კი სწორედ ბანკები და შესაბმისი კომანიები ასრულებენ რომლებიც საკმაოდ დიდ მოგებასაც ნახულობენ. აქ უკვე ასპარზე გამოდის ბლოქჩაინ სისტემა, რომელიც დიდ საფრთხეა ბანკებისთვის და მსგავსი შუამავლებისთვის: მოდი მაგალითისთვის სახით დავინახოთ თუ რატომ მოიპოვა ასეთი ნდობა ბლოქჩაინმა და კრიპტოვალუტებმა: მაგალითად კომპიუტერში მაქვს 100$ კუპიურა რომელსაც აქვს მსყიდველობითი უნარი, მინდა რომ ჩემს მეგობრას გადავურციხო გერმანიაში რომ იქიდან კარგი გერმიელი ხორცეულობა წამომიგოს, ავდგები და ბლოქჩეინ სისტემის გავლით გადავუგზავნი ამ 100$ კუპიურის სურათს, დაერიცხა მეგობარს და ეხლა გადავწყვიტე რომ მეორე მეგობარი არის საფრანგეთში და კარგი გემრიელი ბაშტეტები წამოვაღებინო, გადავუგზავნო ეს კუპიურა მასაც, ავდექი ვიმაიმუნე, დავაკოპირე ეს კუპიურა ჩემის კომპიუტერში და ჰოი საუცრება არ დასტურდება, ისმის კითხვა რატომ? დეცენტრალიზებული, კი სწორედ ეს სიტყვა ის რაც ყველაფერს ნათელს ჰფენს, მე რომ გავაყალბო და შეცდომაში შევიყვანო ბლოქჩეინი უნდა ავდგე და მთელს მოსფლიოში მიმოფანტულ მილიონ კომპიუტერს მონაცემები შევცვალო, ხომ წარმოგიდგეინიათ რომ, რეალურად განხორციეელბის ერთი სატოშიც არ არსებობს?

რატომ იყენებს უკვე უამრავი ადამიანი კრიპტოვალუტას?

  1. მარტივია გამოსაყენებლად
  2. აქვს რეალური ღირებუელბა
  3. არ მოითხოს შაუმავლის ჩართვას
  4. ანონიმურია
  5. ხდება სწრაფად ტრანზაქცია
  6. სანდოა
  7. ფასი მუდმივად იზრდება

როგორ შევიძინოთ კრიპტოვალუტა?

უამრავი რესურსი არსებობს ინტერნეტში ბლოქჩაინსა და ზოგადად კრიპტოვალუტების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ და საკუეთესო აარჩიოთ, მაგრამ ქართულ რეალობაში ყველაზე მარტივი გამოსაყენებეილი არის რომ emoney.ge-ზე გაირათო რეგისტრაცია სადაც მოგცემენ საფულს და თქვენ მარტივად შეძლებთ იყიდოთ, ვალუტა და გამოიყენოთ მიზნობრივად.