შუშის სასახლეში, პარასკევს გამართული მძიმე შეხვედრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მაშინაც ითქვა, საუბარი საკმაოდ დაძაბული იყო. ბიძინა ივანიშვილი იმ დეპუტატებს, რომლებიც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარს უჭერდნენ განმარტებებს სთხოვდა.წყაროს ცნობით, ექსპრემიერმა კობახიძის მხარი ღიად დაიკავა, რასაც “ქართული ოცნების” დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც საკუთარი მოსაზრება ივანიშვილს გააცნო და შეახსენა, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში სწორედ “ძველებმა მოიყვანეს”.
ივანიშვილთან საუბარს ადასტურებს თავად ზაზა პაპუაშვილი, რომელიც “ნიუპოსტთან” ამბობს, ივანიშვილთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
“მე არ ვიცი რა ინფორმაციას ეყრდნობით, რა ჩიტები გყავთ, მაგრამ საუბარი ხშირად ყოფილა, ვსაუბრობთ თემებზე, რომელიც მომავალს უფრო დაალაგებს და რაღაც ხარვეზებს გამოასწორებს. ბევრი შიგნითა საუბრები, რომლებიც გარეთ გამოდის…
თქვენ ახლა აჯაფსანდალი შემომთავაზეთ, რაც ჩამოთვალეთ ბევრ რაღაცაზე საუბარი არ ყოფილა. იყო საუბარი იმაზე, როგორ უნდა დამთავრდეს ეს მოსამართლეების დანიშვნის თემები. ეს იყო იდეების მიწოდება” – თქვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით “ქართული ოცნებიდან” წასვლას არ განიხილავს.
წყარო akhalitaoba.ge
No comments:
Post a Comment